Saturday, April 22, 2017

პროექტის პორტფოლიო

 ვფიქრობ, პროექტებით სწავლება ეფექტური იქნება სასწავლო პროცესში. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. შეძლებენ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებას. იქნებიან მოტივირებულები. შეხება ექნებათ ცხოვრებისეულ ასპექტებთან. ისწავლიან პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას. რის შედეგადაც მათი კვლევისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობები უფრო გაიზრდება.
    ასევე  პროექტები დამეხმარება ჩემი, როგორც მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში.



       

       მე-9 დღე

     პროექტებით სწავლება ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში.  იქნებიან მოტივირებული. აქტიურად შეასრულებენ დამოუკიდებლად სამუშაოს. უფრო გაიზრდება მათი კვლევისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობები. ბავშვებს შეხება ექნებათ ცხოვრების რეალურ ასპექტებთან. შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ თავიანთი ცოდნის პროგრესს და ისწავლიან პრობლემური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას.
    ასევე ეს პროექტი დამეხმარება ჩემი როგორც მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში.
   

Sunday, April 9, 2017

     
მე-8  დღე



ვისწავლე როგორ შევუწყო ხელი მოსწავლის თვითრეგულირებას. ასევე როგორ განვასხვავოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. განვიხილეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები. ვისაუბრეთ წესებზე რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლის დამოუკიდებლობას. ეს ხელს შეუწყობს შევქმნათ ჯანსაღი გარემო.

Saturday, April 8, 2017

  
  მე-7 დღე

დღეს ტრენინგზე ვისწავლე, როგორ შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ ჩავრთო ისინი ამ პროცესში.   რამდენად ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლის შეფასებისთვის ადეკვატური ინსტრუმენტები.ვისწავლე გეგმების, ჩეკლისტების და რუბრიკების შექმნა.
 დღეს მიღებული ინფორმაცია გამომადგება სწავლის პროცესში გამოვლენილი სირთულეებს გადალახვაში და მოსწავლისა და მისი ნამუშევრის სწორად შეფასებაში.

Sunday, April 2, 2017

მე-6 დღე


 ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა.განვსაზღვრეთ როგორი მოთხოვნები გვაქვსნაშრომთან დაკავშირებით. როგორ დავგეგმოთ ნაშრომი.რა ცოდნის გამოვლინებას ველით მოსწავლეებში.






Saturday, April 1, 2017

 
    მე-5 დღე

  დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ პორტფოლიოების გაზიარებასა და უკუკავშირის საჭიროებაზე.  ვიმუშავეთ ჯგუფებში და გავეცანით ერთმანეთის პორტფოლიოებს. გავუზიარეთ ერთმანრტს ჩვენი შეხედულებები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
   გავეცანით საავტორო უფლებების რაობას და გავიაზრეთ მისი დაცვის აუცილებლობა.

Sunday, March 26, 2017


დღე მე-4
 
გღევანდელ ტრენინგზე გავეცანი შეფასების სტრატეგიებს.
 ვისწავლე რა მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო პროექტის დასაწყისში წინარე ცოდნის გამოსავლენად. პროექტის მსვლელობისას და პროექტის ბოლოს.
   შესწავლილი მასალა დამეხმარება ეფექტურად შევაფასო ჩემი მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში.

Saturday, March 25, 2017

    lll  დღე

     დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება სწორად განვსაზღვრო პროექტის მიზნები, სტანდარტები და ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები.
      სწორდ მოვახდინო მიმართულების მიმცემი კითხვების შერჩევა და დასმა.

Sunday, March 19, 2017


     დღე II

ავირჩიე ჩემი პროექტის თემა. ჩამოვაყალიბე მისი შინაარსი. მოვისმინე სხვა კოლეგების შინაარსი თავიანთი თემების შესახებ. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები.
   გავეცანი პუბლიკაციის რაობას, სახეობებს.  გავიგე მათი გამოყენების და შექმნის გზები. პუბლიკაჩია დამეხმარება, საზოგადოებას გავაცნო ჩემი პროექტის აქტუალობა.
დღე 1

 დავიწყე ტრენინგი სახელწოდებით  პროექტებით სწავლება
 გავიგე როგორ დავგეგმო პროექტი. პროექტი დამეხმარება მოსწავლეებს განუვითარო ოცდამეერთე საუკუნის უნარჩვევები, კრიტიკული აზროვნების უნარები. გავუღვივებ საკითხისადმი ინტერესს და ა.შ.