Saturday, April 22, 2017

პროექტის პორტფოლიო

 ვფიქრობ, პროექტებით სწავლება ეფექტური იქნება სასწავლო პროცესში. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. შეძლებენ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებას. იქნებიან მოტივირებულები. შეხება ექნებათ ცხოვრებისეულ ასპექტებთან. ისწავლიან პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას. რის შედეგადაც მათი კვლევისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობები უფრო გაიზრდება.
    ასევე  პროექტები დამეხმარება ჩემი, როგორც მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში.



       

       მე-9 დღე

     პროექტებით სწავლება ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში.  იქნებიან მოტივირებული. აქტიურად შეასრულებენ დამოუკიდებლად სამუშაოს. უფრო გაიზრდება მათი კვლევისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობები. ბავშვებს შეხება ექნებათ ცხოვრების რეალურ ასპექტებთან. შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ თავიანთი ცოდნის პროგრესს და ისწავლიან პრობლემური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას.
    ასევე ეს პროექტი დამეხმარება ჩემი როგორც მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში.
   

Sunday, April 9, 2017

     
მე-8  დღე



ვისწავლე როგორ შევუწყო ხელი მოსწავლის თვითრეგულირებას. ასევე როგორ განვასხვავოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. განვიხილეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები. ვისაუბრეთ წესებზე რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლის დამოუკიდებლობას. ეს ხელს შეუწყობს შევქმნათ ჯანსაღი გარემო.

Saturday, April 8, 2017

  
  მე-7 დღე

დღეს ტრენინგზე ვისწავლე, როგორ შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ ჩავრთო ისინი ამ პროცესში.   რამდენად ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლის შეფასებისთვის ადეკვატური ინსტრუმენტები.ვისწავლე გეგმების, ჩეკლისტების და რუბრიკების შექმნა.
 დღეს მიღებული ინფორმაცია გამომადგება სწავლის პროცესში გამოვლენილი სირთულეებს გადალახვაში და მოსწავლისა და მისი ნამუშევრის სწორად შეფასებაში.

Sunday, April 2, 2017

მე-6 დღე


 ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა.განვსაზღვრეთ როგორი მოთხოვნები გვაქვსნაშრომთან დაკავშირებით. როგორ დავგეგმოთ ნაშრომი.რა ცოდნის გამოვლინებას ველით მოსწავლეებში.






Saturday, April 1, 2017

 
    მე-5 დღე

  დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ პორტფოლიოების გაზიარებასა და უკუკავშირის საჭიროებაზე.  ვიმუშავეთ ჯგუფებში და გავეცანით ერთმანეთის პორტფოლიოებს. გავუზიარეთ ერთმანრტს ჩვენი შეხედულებები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
   გავეცანით საავტორო უფლებების რაობას და გავიაზრეთ მისი დაცვის აუცილებლობა.